Please, assign a menu

ჟანგბადით გამდიდრების პროგრამა EXCEL THERAPY O2 – 350 GEL

ჟანგბადით გამდიდრების პროგრამა EXCEL THERAPY O2

სახის კანზე უარყოფითად ზემოქმედებს აგრესიული გარემოფაქტორები, მაგალითად გარემოს დაბინძურება, ულტრაიისფერი სხივები, სტრესი, უძილობა… ნელ-ნელა თავისუფალი რადიკალები ჯანსაღ კანს აზიანებს და ადუნებს. ეს პროგრამა აუმჯობესებს კანის დაცვით მექანიზმებს, ხელს უშლის და ანელებს ადრეული დაბერების პროცესს, ეხმარება დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს იგრძნონ თავი მიმზიდველად ნებისმიერ ასაკში. პროგრამის შემადგენლობაშია ორი საკვანძო ელემენტი – ციტოკინები და ჟანგბადი, რომლებიც ხელს უწყობს კანის ფუნქციების აღდგენას უჯრედულ დონეზე. მასაჟის უნიკალური ტექნიკა, რომელიც დაფუძნელბულია რეფლექსოლოგიისა და აღმოსავლური თერაპიის პრინციპებზე, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და დეტოქციკაციას. კანი იწყებს სუნთქვას, ხდება უფრო მკვრივი, ელასტიური და ჯანმრთელი. რეკომენდებულია როგორც «დასვენების დღის» პროგრამა. ასაკობრივი ჯგუფი: 25+
პროგრამის შემადგენლობა:

დემაკიაჟი და ტონიზაცია

ექსფოლიაცია

ბუშტულებიანი ნიღაბი OXYGENATING BUBBLE PRE-MASK

მასაჟი შრატით

ნიღაბი HIGH-PERFORMANCE CITY MASK

დამასრულებელი ემულსია