ანტიცელულიტური
პროცედურა ხელს უწყობს სხეულის კონტურების, კანის გაუმჯობესებას, ცელულიტის მოცილებას, მეტაბოლიზმის დაჩქარებას და ლიმფურ დრენაჟს. ტექნიკა მოქმედებს კანის ზედაპირზე და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილზე. საშუალებას გაძლევთ “გაამტვრიოთ” ცხიმის ფენა, მოიყვანოთ კანი ტონუსში. მასაჟის დროს გამოიყენება ისეთი ტექნიკები, როგორებიცაა: კუმშვა, დაჭერა და ხელის გადასმა. მასაჟის გაკეთება შეგიძლიათ როგორც მთელ სხეულზე, ასევე ადგილობრივ პრობლემურ ადგილებში.